|
|
ჩვენს შესახებ
1999 წლიდან მოყოლებული ჩვენი ჯგუფი მუშაობს IT(Information Technology) მომსახურების ბაზარზე. დღევანდელ დღემდე მოგვიწია მუშაობა წამყვან პოზიციებზე თითქმის ყველა სეგმენტში: სამთავრობო, საბანკო და კერძო კომპანიებში. (მაგალითისათვის დავასახელებთ რამოდენიმე მათგანს: საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტრო - 2000 – 2004; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო -2006; საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და რეფორმების ფონდი 2008-2009; საქართველოს ექსპრეს გზავნილების სერვისი -2001-2004 შპს "კომპიუტერლენდი" 2003-2004; 2006-2007; სს "დავით სარაჯიშვილი და ენისელი" 2005-2006; კლინიკა „გული“ 2009-დღემდე; სს "ინვესტბანკი" 2004-დღემდე; სილკროად ბანკი -2007;) ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა IT ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, შექმნა, მოვლა და განვითარება.
განვლილი 11 წლის განმავლობაში დაროვილმა ცოდნამ მოგვცა საშუალება, შეგვეთავაზებინა ჩვენი გამოცდილება საზოგადოების ფართო სპექტრისათვის.
გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა კომპანია, Global IT Assistance-GITA ჩვენი მიზანია გამოცდილებიდან გამომდინარე შევქმნათ საინფორმაციო ტექნოლოგიების ყოველი კომპონონტის (Hardware, Software) მომსახურების სისტემა რომელიც გაუადვილებს როგორც კომპანიებს ისე ცალკეულ პიროვნეებებს საკუთარი IT ინფრასტრუქტურის მოვლა, განვითარებას.
დიდი ხნის ურთიერთობა საქართველოში წამყვან კომპანიებთან და დაგროვილი ცოდნა, საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ IT სფეროში წამყავნ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
|
|
|
|
|
|
|